ანაკლიაში ფესტივალ ECHOWAVES-ის ერთი მონაწილე გარდაიცვალა. ანაკლიაში ფესტივალის ტერიტორიაზე ახალგაზრდა ცუდად გახდა, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა გზაში გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით, შს სამინისტროში გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყებაში აცხადებენ, რომ გარდაცვალების მიზეზს შესაბამისი ექსპერტიზა დაადგენს.
ზუგდიდის საავადმყოფოში გადაყვანილი იყო ფესტივალის კიდევ ერთი მონაწილე. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის კლინიკური მენეჯერის სულხან ორჟონიას ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგონას, დაუზუსტებელი სუბსტანციების ტოქსიური ეფექტი აღენიშნებოდა. როგორც სულხან ორჟონიამ განაცხადა, ჩატარებული მკურნალობის შედეგად მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და ის კლინიკიდან უკვე გაწერეს. 24 აგვისტოს ანაკლიაში მუსიკალური ფესტივალი Echowaves-ი გაიხსნა.