ანაკლიის ელექტრონული მუსიკის ფესტივალიდან ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაყვანილი ახალგაზრდები კლინიკიდან გაწერეს. საავადმყოფოში შეყვანილი 6 ახალგაზრდიდან 2-ს ალკოჰოლური, 2-ს კვებითი, ხოლო ერთს - გაურკვეველი სუბსტანციით ინტოქსიკაცია აღენიშნებოდა. რაც შეეხება კიდევ ერთს, მას მხრის არეში ზედაპირული დაზიანებები ჰქონდა მიყენებული. ამის შესახებ ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა სულხან ორჟონიამ განაცხადა.მისი ინფორმაციით, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი კლინიკიდან გაეწერნენ.რაც შეეხება 25 აგვისტოს როგორც სულხან ორჟონიამ განაცხადა, ანაკლიის ფესტივალიდან საავადმყოფოში 5 პაციენტი შეიყვანეს. მისივე თქმით, ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი, ანაკლიაში მიმდინარე ელექტრონული მუსიკის ფესტივალიდან სასწრაფო-დახმარების ეკიპაჟს ჯამში 16-მა პირმა მიმართა.