"ანაკლია სითიმ" მსხვილ ლოგისტიკურ და სატრანსპორტო კომპანია "გებრიუდერ ვაისთან" ხელშეკრულება გააფორმა. ორ კომპანიას შორის მოლაპარაკებები ავსტრიაში, სპეციალურად ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და ქალაქ ანაკლიის პროექტების თემაზე გამართულ ბიზნესფორუმზე შედგა. ავსტრიული კომპანიის "გებრიუდერ ვაისის" პროდუქტები და სერვისები ლოგისტიკას, სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გადაზიდვებს აერთიანებს. მის სერვისებს შორისაა მაღალდინამიური ტექნოლოგიების ბაზრის, ტექსტილის, სამრეწველო სექტორის და სხვა მიმართლებების ლოგისტიკა. მსოფლიოში კომპანიის 150 ფილიალი მუშაობს. 2016 წელს „გებრიუდერ ვაისმა“ 11 მილიონი გზავნილი და 27 მილიონი ამანათი გადაზიდა.