ანა სუბელიანის დაშავების ფაქტზე დაკავებულმა შალვა შევარდნაძემ სასამართლო პროცესზე 8 ნოემბრის ინციდენტზე ისაუბრა. მისი განცხადებით, მას ანა სუბელიანისთვის არ უსვრია მობილური, არამედ მის გვერდით მდგომ მამაკაცს ესროლა, თუმცა შემთხვევით მოხვდა სუბელიანს. მისივე თქმით, პოლიციის კორდონს მიღმა ანა სუბელიანი და მისი მეგობარი შეგნებულად გადავიდნენ აქტივისტების მხარეს და სწორედ მათმა შეძახილებმა და აქტივისტების მიმართ ცინიკურმა დამოკიდებულებამ გამოიწვია მისი აგრესია.
თბილისის საქალაქო სასამართლომ კინოთეატრ "ამირანის" მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების დროს ანა სუბელიანის დაშავებაში ბრალდებულ შალვა შევარდნაძეს აღკვეთის ღონისძიების საკით პატიმრობა შეუფარდა. სხდომას არ ესწრებოდა დაზარალებული ანა სუბელიანი.