იმის ნაცვლად, რომ პრეზიდენტმა თავად მიხედოს შეწყალების საქმეს, ცდილობს როგორმე სხვებს მიაჩეჩოს ეს ტვირთი, რაც სავალალოა - ამის შესახებ "ლელოს" სპიკერმა ანა ნაცვლიშვილმა "პალიტრანიუსს" განუცხადა.
ნაცვლიშვილი შეწყალების ახალ წესზე საუბრობს, რომელიც პრეზიდენტის მიერ შემუშავდა და პარლამენტს გადაეგზავნა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეწყალების ახალი წესის შემუშავებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს და ვიცე-პრემიერსა და იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს შეხვდა.