პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი არ ეხებათ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებულ თანამდებობის პირებს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, საპარლამენტო მდივანს და მრჩევლებს. ამის შესახებ ნაცვლიშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმის" ეთერში განაცხადა. ნაცვლიშვილის შეფასებით ძირითადი პრობლემა არა მხოლოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებულთა შემცირება, არამედ მათთან დადებული ხელშეკრულებების ცვლილებაა.