1 წლის შემდეგ, 5 ივლისის დღეს დაზარალებული მედიის წარმომადგენლები იხსენებენ. ჟურნალისტთა განმარტებით, ეს არის დღე, როდესაც მოძალადეებისაგან მათი უფლებების დაცვა ვერავინ შეძლო. დღე, როდესაც ძალადობის მსხვერპლნი მხოლოდ პროფესიის გამო გახდნენ. მედიის წარმომადგენელთა უფლებებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები იცავენ. ადვოკატთა განცხადებით, ერთერთი მთავარი პრობლემა კვლავ ძალადობის მთავარ შემოქმედთა დაუსჯელობაა.