პრეზიდენტის სიძის მეგობრი მიხეილ თათარიშვილის საქმეზე პრეზიდენტის შვილს, ანა მარგველაშვილს დაკითხავენ. მოსამართლის კითხვაზე, ხომ არ აქვს პროკურორის აცილების შუამდგომლობა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვაში ბრალდებულმა აღნიშნა, რომ მომდევნო პროკურორიც ისეთივე მიკერძოებული იქნება, როგორც არსებული. ამასთან, როგორც თათარიშვილმა აღნიშნა, ის წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ არ ცნობს.
როგორც თათარიშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ მოგვიანებით განმარტა, ბრალდებულს და დაცვის მხარეს პროკურორის აცილების შუამდგომლობა ამ ეტაპზე არ აქვთ, რადგან სასამართლო განხილვები ახლა იწყება.