პრეზიდენტის შვილმა დაჭრილი მინდია გოგოჭური რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოინახულა. ანა მარგველაშვილს არც შესვლამდე და არც საავადმყოფოს დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. არსებული ინფორმაციით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება მაკა ჩიჩუას შვილი მაშო ჩიჩუა. პალატას, სადაც მინდია გოგოჭური წევს, დაცვა იცავს. პრეზიდენტის სიძე ბალანჩივაძის ქუჩაზე დაჭრეს. იგი პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას შვილის, მაშო ჩიჩუას მეუღლეა.