პრეზიდენტის შვილის მეგობრის, მიხეილ თათარიშვილის სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხნენ. სასამართლოზე ის გამომძიებლები დაიკითხნენ, ვინც სხვადასხვა ღონისძიებები ჩაატარეს. მათ სწორედ ამ საგამოძიებო მოქმედებებზე ისაუბრეს. როგორც პროცესის დასრულების შემდეგ თათარიშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განაცხადა, დღევანდელი მოწმეების დაკითხვა მნიშვნელოვანი იყოს იმისთვის, რომ სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოს.