ჩვენ გვადარდებს საქართველო და მიუღებლად მიგვაჩნია რუსეთის პროვოკაციები-ამის შესახებ "კვირის პალიტრას" ევროპარლამენტარმა ანა გომეშმა არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებული მოვლენების შეფასებისას განუცხადა. მისი თქმით, უახლოეს მომავალში საქართველოს ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის დელეგაცია ეწვევა და ევროპარლამენტი შექმნილ ვითარებას უკეთ გაეცნობა. მანვე ისაუბრა ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე და განაცხადა, რომ ამ სიას მხარდაჭერას ევროპულ მთავრობებსა და ინსტიტუციებში პირადად გაუწევს.
"იმედია, სანქციები, რომლებზეც რეზოლუციაშია საუბარი, რეალურად დაუწესდებათ იმ პირებს, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ამ მკვლელობებში" - განაცხადა ანა გომეშმა.