გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ანი გაბეჩავა სოციალურ ქსელში საქმის გამოძიების პროცესტან დაკავშირებით ვრცელ პოსტს აქვეყნებს. გაბეჩავას თქმით, ყველა დეტალი, რაც მედიის საშუალებით ეტაპობრივად გახდა ცნობილი, გამოძიებისთვის დიდი ხანია ცნობილია. კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას მისი არცერთი ჩვენება და არც მისი მიმოწერა მეგობრებთან.
როგორც გაბეჩავა აცხადებს, პირველი ადამიანი, ვინც გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაიკითხა ის იყო და იმ დღიდან მოყოლებული ყველანაირად ეხმარება გამოძიებას. ის საზოგადოებას ახსენებს, რომ მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია და ზეწოლა, რომელიც მომდინარეობს ხალხისგან, გამოძიებას არაფერში ეხმარება.