დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანა დოლიძის განცხადებით, დავით გარეჯის საკითხის გადასაწყვეტად, საუკეთესო გზა მისი საერთაშორისო დონის დაცულ ტერიტორიად გამოცხადებაა.
დოლიძის თქმით, დავით გარეჯის დაცულ ტერიტორიად გამოცხადების შემთხვევაში, მის ადმინისტრირებას ერთობლივად მოახდენს საქართველო და აზერბაიჯანი.როგორც მან აღნიშნა, მსგავსი მაგალითები მსოფლიოში ბევრია.
ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.