ანა დოლიძემ თამარაშვილის ქუჩის მცხოვრებლებთან ერთად აზარტული თამაშების საწინააღმდეგო აქცია გამართა. მათ, კონკრეტულად, კომპანია "ლიდერბეთის" მიერ თამარაშვილის ქუჩაზე დაანონსებული ტოტალიზატორის მშენებლობა გააპროტესტეს. აქციას ასევე შეურთდნენ დეპუტატები გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი და საკრებულოს წევრი ვატო შაქარაშვილი.