იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ "პსპ"-ს სათაო ოფისთან აქცია-პერფორმანსი გამართა. მისი განცხადებით, აქციის სწორედ ამ ლოკაციაზე გამართვა იმან განაპირობა, რომ პსპ-ის დამფუძნებელი საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახა ოქრიაშვილია.
როგორც ცნობილია, ოქრიაშვილი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის მომხრეა, რის გამოც მან საარცევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციურ კანონს მხარი არ დაუჭირა. ანა დოლიძის განცხადებით, ყველა ადამიანს, რომელმაც ხალხისთვის ასეთი სილის გაწვნაში მონაწილეობა მიიღო, საზოგადოებამ პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს.