მოძრაობა "ხალხისთვის" ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, მოძრაობის წევრებთან ერთად პარლამენტის თავმჯდომარეს 41 კითხვა გაუგზავნა, რომლის დასმაც საქართველოს მოსახლეობას ქვეყნის პრემიერ-მინისტრისთვის სურს და რომელზე პასუხებიც COVID-ის პანდემიის დროს ვერ მიიღეს.
როგორც ანა დოლიძემ აღნიშნა, მოსახლეობა მათ ორგანიზაციას კითხვებს სოციალურ ქსელში და ცხელი ხაზის მეშვეობით აწვდიდა.
კითხვები ძირითადად საგანგებო მდგომარეობის დროს გარკვეული შეზღუდვების შემოღების მიზნობრიობას და სხვა პრობლემატურ საკითხებს, მათ შორის უმუშევრობას და სამსახურის გარეშე დარჩენილთა დახმარებას შეეხება.