მოძრაობა „ხალხისთვის” ლიდერმა, ანა დოლიძემ მხარდამჭერებთან ერთად პარლამენტის უკანა შესასვლელთან პენსიონერების სესხზე მაღალ საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით აქცია გამართა.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა პენსიონერებისათვის 40%-იანი საპროცენტო განაკვეთის მინიმუმ განახევრებაა. ანა დოლიძის განცხადებით, დაახლოებით 400 000 პენსიონერს აქვს 40%-იანი სესხი და წლების განმავლობაში ამით არცერთი სახელმწიფო სტრუქტურა არ დაინტერესებულა.
მოძრაობა "ხალხისთვის" პროცენტის განახევრებას მოითხოვს.