დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ანა დოლიძემ მხარდამჭერებთან ერთად აღმაშენებელის გამზირიდან სამტრედიის ქუჩამდე მარში მოაწყო. როგორც ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მარშის მიზანია დიდუბე-ჩუღურეთის მოსახლეობას გააგებინონ, რომ გამარჯვებისა და მომავლის განწყობა აქვთ.