მოძრაობა “ხალხისთვის” ლიდერ ანა დოლიძესა და მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილს შორის ფაქტების უარყოფის მოთხოვნით მიმდინარე სამწლიანი სამოქალაქო დავა სამივე ინსტანციის სასამართლოში დასრულდა.
ანა დოლიძის სარჩელი სასამართლოს არცერთმა ინსტანციამ არ დააკმაყოფილა. აღნიშნული ფაქტი საია-ს თავმჯდომარე ნიკოლოზ სიმონიშვილმა და ანა დოლიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე შეაფასეს.
საია-ს შეფასებით, ის ფაქტები, რომელიც დიმიტრი გვრიტიშვილმა ანა დოლიძის წინააღმდეგ ახსენა დამახინჯებული იყო, შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილება არასწორი და არაკორექტულია.
ანა დოლიძის შეფასებით, აღნიშნული პროცესის მიმდინარეობისას მისი სამართლიანი სასამართლოს უფლება მნიშვნელოვნად დაირღვა, რის გამოც აპირებენ, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ.