"პალიტრანიუსის" გადაცემაში "ნიუსრუმი" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ დავით გარეჯთან დაკავშირებით ხელისუფლებას პოლიტიკური შეთავაზება გაუკეთა, რომელიც, მისი თქმით, შესაძლებლობაა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების და ამ ადგილის საერთაშორისო მასშტაბის მემკვიდრეობის ძეგლად ქცევის.
დოლიძის თქმით, იგი გულისხმობს რომ დავით გარეჯის ტერიტორია, მთლიანად გადაიქცეს დაცულ ტერიტორიად. როგორც მან აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუკი საკითხი შეთავაზების მიხედვით დარეგულირდება, ორივე მხარე შეძლებს ტერიტორიის კულტურული და ეკონომიკური თვალსაზრისით გამოყენებას.