დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ანა დოლიძის განცხადებით ხელისუფლება არჩევნების მასობრივი გაყალბებისთვის ემზადება. როგორც ანა დოლიძე აცხადებს, პანდემიის ფონზე არჩევნების მიმდინარეობისას გადასატანი ყუთის მასობრივად გამოყენება პრობლემებს შექმნის, კონტროლი ხმის მიცემის პროცედურაზე არ იქნება.
ანა დოლიძის თქმით, გადასატანი ყუთის გამოყენება ლეგალური მხოლოდ მაშინ იქნება, თუ ყველა ყუთს და კომისიის წევრს, მუდმივად ექნება ჩართული სამხრე კამერა, სხვა შემთხვევაში კი კონტროლი გადასატანი ყუთში ჩაყრილ ათიათასობით ხმაზე არ არსებობს. ის ოპოზიციას სთავაზობს, სამხრე კამერების დაყენების მოთხოვნაზე შეთანხმდნენ.