იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე საქართველოს პრეზიდენტის მიერ რამდენიმე მსჯავრდებულის შეწყალებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. როგორც მან განაცხადა "ქართულ ოცნებას" აქვს ეშმაკური სტრატეგია, როდესაც ისინი უკმაყოფილებას ხედავენ ადამიანების მიმართ შემდეგ კონსტიტუციით მანიპულირებენ ნაცვლად იმისა, რომ კითხვები დასვან. მისივე თქმით, აღნიშნულ საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს და პრეზიდენტი ვალდებულია კითხვებზე პასუხი გასცეს.