მოძრაობა „ხალხისთვის” ლიდერი, ანა დოლიძე მივიდა ქალაქის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე. ანა დოლიძის განმარტებით, გამოძიებას ინფორმაციას 13 აგვისტოს, წერეთელზე მომხდარი ინციდენტის შესახებ მიაწვდის, როდესაც ერთ-ერთი შეხვედრის დროს მათ ახალგაზრდა მამაკაცების ჯგუფმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მისივე თქმით, აღნიშნული ჯგუფი „ქართულ ოცნებასთან” პირდაპირ კავშირშია.