იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის განცხადებით, ხვალ ის და საბჭოს კიდევ ერთი არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი პარლამენტს წარუდგენენ საკანონმდებლო წინადადებებს, როგორ უნდა მოხდეს კანდიდატების ხელახალი წარდგენა. მისივე თქმით, არავის არ უნდა ეგონოს, რომ ტექნიკური საკითხებით, მძიმე-წერტილის გარჩევით შესაძლებელი იქნება ქართველი ხალხის მოტყუება. დოლიძემ ასევე აღნიშნა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებულ ხარვეზებზე უკვე 2 წელია საუბრობს და კარგი იქნებოდა მათ ვინც ამ პრობლემაზე ახლა ალაპარაკდნენ პოზიცია თავის დროზე დაეფიქისრებინათ.