იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებრის პროცესი საბჭოს მოსამართლე წევრს დიმიტრი გვრიტიშვილს მიჰყავს. სხდომის დაწყებამდე საბჭოს ორმა არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადეს, რომ გვრიტიშვილს სხდომის წაყვანის ლეგიტიმაცია არ აქვს. მათი ეს პოზიცია კი დანარჩენმა წევრებმა არ გაზიარეს და კენჭისყრის შედეგად სხდომის წამყვანად დიმიტრი გვრიტიშვილი აირჩიეს. ჯანეზაშვილის განცხადებით,კანონი არ იძლება ალტერნატივას, რომ მდივანმა სხდომის წაყვანაზე თვითაცილება მოახდინოს და სხდომა გვიტიშვილმა წაიყვანოს. ხოლო, ანა დოლიძის თქმით, კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, რისთვისაც გასაუბრების პირდაპირ ეთერში გადაცემის მიზნით საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობასაც ესაუბრა.