სააპელაციო სასამართლო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის საქმეს, რომელიც მან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დიმიტრი გვრიტიშვილის წინააღმდეგ შეიტანა, 27 ნოემბერს განიხილავს.
ანა დოლიძის ინფორმაციით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში ერთი წლით გაჭიანურდა. მან ეს ფაქტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროსცესის დასრულებას დაუკავშირა. იგი ნდობას არც სააპელაციო სასამართლოს უცხადებს, ამბობს, რომ საქართველოში სამართლიანობის პოვნი იმედი არ აქვს და ამიტომ ბრძოლის გაგრძელებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გეგმავს. სააპელაციო სასამართლოში ანა დოლიძის უფლებებს საია დაიცავს. საქმეს კი მოსამართლე გენადი მაკარიძე განიხილავს.
ანა დოლიძე დიმიტრი გვრიტიშვილს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის უჩივის.