ანა დოლიძე საინფორმაციო კამპანიის დაწყებას აპირებს, რათა მოსამართლეთა შერჩევის პროცესში ყველა დაინტერესებული პირი ჩაერთოს. იგი მმართველი პარტიის წარმომადგენლებს მიმართავს, არ გადაყვნენ ე.წ ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანს და ამ სიტუაციაში დადგნენ სწორ მხარეს. მისი თქმით, ეს სწორი მხარე დამოუკიდებელი, სამართლიანი სასამართლოა.
მისივე შეფასებით, ყველაფერი, რაც ამ ეტაპზე იუსტიციის საბჭოში მოხდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევად, არის ფორმალური მხარე. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის თქმით კანონი, რომელიც მიღებულია მოსამართლეების შესარჩევად, ე.წ. კლანს სრულ ლეგიტიმაციას აძლევს უმაღლეს ინსტანციაში გაამწესოს ის კანდიდატი, ვინც მას სურს.