ამსტერდამში, კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ გამარულ არასანქცირებულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 150-ზე მეტი ადამიანი დააკავა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აქციის დასაშლელად სამართალდამცავებმა წყლის ჭავლი გამოიყენეს. მათი განმარტებით, აქციის მონაწილეები საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ და არ დაემორჩილნენ პოლიციის მოთხოვნას, რომ ტერიტორია დაეტოვებინათ.
ნიდერლანდების დედაქალაქში საპროტესტო აქციები იანვრის ბოლოდან, ე.წ. „ღამის კომენდანტის საათის“ დაწესების შემდეგ, ხშირად იმართება.