ამსტერდამში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები ათასობით ადამიანმა გააპროტესტა.
აქტივისტები ქალაქის მუზეუმის მოედანზე შეიკრიბნენ და ხელისუფლებისგან შეზღუდვების დაუყოვნებლივ მოხსნას მოითხოვდნენ. სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებს დაშლა რამდენჯერმე სთხოვეს, რის შემდეგაც მათ შორის დაპირისპირება მოხდა.
Reuters-ის ინფორმაციით, პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი დააკავა. კომენდანტის საათის მოხსნის მოთხოვნით მიმდინარე წლის იანვარში ნიდერლანდებში საპროტესტო აქცია რამდენჯერმე გაიმართა.