ამსტერდამი მომავალი წლიდან ტურისტებისთვის მოსაკრებელს აწესებს. ამ ინფორმაციას გამოცემა CNN-ი ავრცელებს.მომავალი წლიდან ამსტერდამის დათვალიერების მსურველებს ყოველდღიურად დამატებით 3 ევროს გადახდა მოუწევთ, რომელსაც სასტუმროს საფასურთან ერთად გადაიხდიან. აღსანიშნავია, რომ 16 წლამდე მოზარდებისთვის მოსაკრებელი 1 ევრო იქნება.დღეისთვის ჰოლანდიის დედაქალაქის მოსახლეობა 867 ათას ადამიანს შეადგენს. ყოველწლიურად მას 18 მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს. ქალაქის საბჭოს პრეს-სპიკერი აცხადებს, რომ მოსაკრებლიდან შეგროვებული თანხა ამსტერდამის დასუფთავებასა და მოვლას მოხმარდება.