ამომრჩევლის აქტივობამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურზე 26.29% შეადგინა.
როგორც ცესკოს სპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე კენჭისყრის დღის შეჯამებისას განაცხადა, დღის განმავლობაში საარჩევნო უბნებზე 562 664 ამომრჩეველი მივიდა.
ყველაზე მაღალი აქტივობა აჭარის რეგიონშია - 39,29%, ხოლო ყველაზე დაბალი - ნაძალადევი - 20.04%. ნათია იოსელიანის განცხადებით, ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა და ყველა საარჩევნო უბანი 20:00 საათისთვის დაიხურა