ამოქმედდა თუ არა მართვის მოწმობებზე 100-ქულიანი სისტემა 1 იანვრიდან - როგორც პალიტრანიუსს შსს-ში განუმარტეს, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. უწყენაში აცხადებენ, რომ მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტი “საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ”, რომლის ერთ-ერთ სიახლეს 100-ქულიანი სისტემის შემოღება წარმოადგენს, განსახილველად პარლამენტშია შეტანილი, თუმცა საპარლამენტო განხილვები საგაზაფხულო სესიაზე განახლდება. ცნობისთვის, აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი მთავრობამ პარლამენტს ჯერ კიდევ 2015 წელს წარუდგინა. განხილვის პროცესი კომიტეტებში გაიმართა. შედგა რამდენიმე სამუშაო შეხვდა, თუმცა მთელ რიგ საკითხზე აზრთა სხავადასხვაობის გამო პროცესი წინ აღარ წასულა.