12:21
14 აგვისტო, 2020, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ამოღებულია მაკაროვის პისტოლეტი, 13 საბრძოლო ვაზნა, ე.წ. "აბრეზი" და თვითნაკეთი რევოლვერი - დააკავეს წარსულში ნასამართლევი პირი
04-05-2019

შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული, გ.გ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს პრესსამსახურიდან აცნობეს, სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელ სახლში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 13 საბრძოლო ვაზნა, გადაჭრილი ორლულიანი სანადირო თოფი - ე.წ. „აბრეზი“ და მცირეკალიბრიანი თვითნაკეთი რევოლვერი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

 

AutoPlay
თბილისში, საცხობში აფეთქება მოხდა, რის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა
გამოქვეყნდა 9 წუთის წინ
განათლების სამინისტრომ სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა
გამოქვეყნდა 12 წუთის წინ
სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება
გამოქვეყნდა 14 წუთის წინ
ადამიანებს საკვებისგან კორონავირუსის გავრცელების არ უნდა ეშინოდეთ - ჯანმო
გამოქვეყნდა 43 წუთის წინ
სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების გადაწყვეტილებით, დაკავებული ექიმების მხარდასაჭერი აქციები კვირის ბოლომდე შეჩერდა
გამოქვეყნდა 54 წუთის წინ
მინისტრთა კაბინეტის წევრებმა გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს
გამოქვეყნდა 55 წუთის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები