ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ჯგუფურად ჩადენილი უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტები გამოავლინეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად კანონდარღვევით მოქმედი ექვსი ერთეული სათამაშო აპარატია ამოღებულია. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით ითვალისწინებს.