Amnesty International-ის წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში ლევან ასათიანმა შეაფასა კვლევა,მისი თქმით, ანგარიში რეალურად ააშკარავებს რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ბორდერიზაციის ფაქტობრივად გამანადგურებელ შედეგებს ადამიანის უფლებებსა და ადგილობრივ მოსახლეობაზე, მისი თქმით, კონკრეტულად ეს ანგარიში ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონის გამყოფ ხაზთან ახლოს, ორივე მხარეს, როგორც საქართველოს მიერ კონტროლირებად მხარეს, ასევე რუსეთის ჯარების მიერ კონტროლირებად მხარეს. ასათიანის ინფორმაციით, ანგარიშის პრეზენტაცია დღეს ერთდროულად იმართება თბილისსა და მოსკოვში, რათა დაინტერესებულ პირებს ჰქონდეთ შესაძლებლობა ორგანიზაციის მიგნებების გაზიარების.