„ამხილე მახათაძე“ - ამ კამპანიის ფარგლებში ზესტაფონის მოსახლეობამ ჭანტურიას ქუჩაზე პლაკატები გააკრა. აღნიშნული ინიციატივა ზესტაფონის მერობის ყოფილმა კანდიდატმა, გიორგი გოგლიჩიძემ განმარტა და აღნიშნა, რომ პლაკატებზე ნაჩვენებია მერის მიერ ბიუჯეტის ფულით შექმნილი კომფორტი.მისივე თქმით, კახაბერ მახათაძე გეგმავს, რომ სილიკომანგანუმის ნარჩენების მოპოვების მიზნით, ჭანტურიას ქუჩა გადათხაროს და პროცესი ქუჩის რეაბილიტაციის სახელით აწარმოოს. მანვე მოქალაქეებს მოუწოდა, რომ მერს ჩანაფიქრის განხორციელების საშუალება არ მისცენ.