ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსის, ამირან გოგიტიძის განცხადებით, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები ჩვეულ რეჟიმში აგრელებენ მუშაობას. როგორც მან აღნიშნა, არსებობს საკმარისი ადამიანური რესურსი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ბრიგადების მობილიზებაც შესაძლებელია.
ინფორმაციისთვის, კორონავირუსით დაინფიცირებული შემთხვევებიდან ერთ-ერთი სასწრაფო დახმარების ექიმია. მისი ინფიცირება სავარაუდოდ, მეუღლისგან მოხდა, რომელიც ე.წ. ეროვნული ბანკის კლასტერიდანაა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ექიმს ბოლო მორიგეობა 31 მარტს ჰქონდა.