დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში სამედიცინო ქსელი სრულ მზადყოფნაშია, რომ ადამიანებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიოთ.
მთავრობის სხდომაზე გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით მსოფლიოში არსებული ვითარება მიმიოხილა და ვირუსთან ბრძოლისა და პრევენციის მიზნით, საქართველოს მიერ მიღებულ ზომებსა და ამ მხრივ არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.
გამყრელიძე არ გამორიცხავს რომ ქვეყანაში კორონავირუსის სხვა შემთხვევებიც დაფიქსირდეს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შემთხვევების 81 პროცენტი მიმდინარეობს მსუბუქად, სრული გამოჯანმრთელებით მთავრდება, შესაძლებელია, სერიოზული სამედიცინო ჩარევების გარეშეც; შემთხვევის დახლოებით 14-15 პროცენტში არის ე.წ. მწვავე მდგომარეობა, რომელიც საჭიროებს აქტიურ სამედიცინო დახმარებას; ხოლო ხუთი პროცენტი – კრიტიკული მდგომარეობა, რომელიც საჭიროებს რეამინაციულ დახმარებას.