დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის შვილმა ნიკოლოზ გამყრელიძემ კლინიკა დატოვა და თვითიზოლაციაში გადავიდა. ამის შესახებ ნიკოლოზ გამყრელიძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, იგი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა და კლინიკა 26-ე დღეს დატოვა.
"მეგობრებო, პაციენტი #10-ც გამოჯანმრთელდა. უღრმესი მადლობა ასეთი მხარდაჭერისა და გულშემატკივრობისთვის, ძალიან გამაძლიერეთ ამით" - წერს ნიკოლოზ გამყრელიძე სოციალურ ქსელში და მედპერსონალს მადლობას უხდის გაწეული დახმარებისთვის.
გამოქვეყნებული პოსტის ბოლოს კი გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს მაქსიმალურად შეასრულონ ვალდებულებები და გაუფრთხილდნენ როგორც საკუთარ ისე გარშემომყოფთა ჯანმრთელობას.