დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს, რომლებიც დღეს ტაძარში მიდიან მოუწოდებს, პირბადე გამოიყენონ. მისივე თქმით, ტაძარში ინფექციის გავრცელების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.
რაც შეეხება ღია სივრცეში პირბადის ტარებას, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ აქაც მათი მოწოდებაა პირბადის გამოყენება, თუმცა, ეს სავალდებულო ვერ გახდება და ადამიანებს ვერ დააჯარიმებენ ღია სივრცეში.
კითხვაზე, ხშირ შემთხვევაში ტაძარში დაცული არ არის დისტანცია და ეს რამდენად უწყობს ხელს ინფექციის გავრცელებას, გამყრელიძე პასუხობს -„უნდა იყოს დაცული,რადგან დისტანციის არ დაცვა ინფექციის გავრცელებას უწყობს ხელს“.