დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ ოქტომბერ-ნოემბერში მოსახლეობის მაქსიმალური რაოდენობა აიცრება, მეხუთე ტალღა შედარებით მსუბუქი იქნება.
ქვეყნის პირველმა ეპიდემიოლოგმა მოსახლეობას აცრისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ვაქცინების საკმარისი რაოდენობაა.
ამასთან, გამყრელიძე კახეთის რეგიონში არსებულ ეპიდვითარებასაც შეეხო და იმედი გამოთქვა, რომ რთველის დასრულების შემდეგ აცრის პროცესი უფრო გააქტიურდება.