დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ ე.წ. მწვანე ბარათების გაუქმების საკითხი დადგება ის და მისი უწყება ამას მხარს არ დაუჭერს.
როგორც გამყრელიძემ განაცხადა, „მწვანე ბარათის“ გაუქმებაზე საუბარი ნაადრევია, რადგან ის თერმოსკრინინგთან ერთად გარკვეულწილად წესრიგის დამყარების საშუალებას წარმოადგენს.
მისივე თქმით, სხვისი ე.წ. მწვანე ბარათის გამოყენება არასწორი საქციელია.