17:12
7 ივლისი, 2020, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათგან ერთი ე.წ. საბურთალოს კლასტერიდანაა, 3 კი სატვირთო ავტომობილის უცხოელი მძღოლია
03-06-2020

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4-ით გაიზარდა.

როგორც "პალიტრანიუსს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა, მათგან 3 ტრაილერის მძღოლია, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. გამყრელიძის ინფორმაციით, კოვიდინფიცირების კიდევ ერთი ახალი შემთხვევა კარანტინის რეჟიმში გამოვლინდა და ის ე.წ. საბურთალოს კლასტერთანაა დაკავშირებული.

შესაბამისად, ქვეყანაში ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 800-ს შეადგენს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები