დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმაძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით საქართველო „მწვანე ზონად“ ითვლება. მისივე თქმით, კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით, რეგიონების მიხედვით აჭარა კვლავ ცხელ წერტილად რჩება.
გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ეპიდვითარებიდან გამომდინარე, დამშვიდების საფუძველი არ არსებობს და ყველა არსებული რეკოენდაცია ძალაში რჩება.მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა მზარდია, ეპიდსიტუცია ქვეყანაში სრულად კონტროლირებადია და სერიოზულად არის გაზრდილი ქვეყანაში ტესტირებების რაოდენობა.
“გახსოვთ, გაზაფხულზე არ ვკოცნიდით ერთმანეთს, არ ვეხუტებოდით, შევიკავოთ თავი ახლაც”- განაცხადა ენსიდისის ხელმძღვანელმა.