დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყნის მაშტაბით დღეის მდგომარეობით დაახლოებით 800-900 საწოლია თავისუფალი. აღნიშნულის შესახებ გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
გამყრელიძემ მედპერსონალის დაინფიცირების გახშირებულ ფაქტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების დაინფიცირებული თანამშრომლების ჩანაცვლების რეზერვი არსებობს. მისივე თქმით აღნიშნულ საკითხზე სამინისტროს სპეციალური დეპარტამენტი მუშაობს.
კიდევ ერთი საკითხი რასაც ამირან გამყრელიძე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ შეეხო ტესტირებას ეხება. როგორც დღეს გახდა ცნობილი ხვალიდან თბილისსა და ქუთაისში, ცხელების ცენტრებსა და პირველად პოლიკლინიკებში, შესაძლოა, ცხელების მქონე მოქალაქეებს, კვლევა PCR ტესტის ნაცვლად, ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტებით ჩაუტარდეთ.
როგორც გამყრელიძე ამბობს ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი PCR ტესტის სარწმუნოებას მიუახლოვდა.