დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კოვიდსასტუმროებში მყოფმა ექიმების ჯგუფმა უნდა შეაფასოს თრომბოემბოლიასთან დაკავშირებით პაციენტის რისკი და თუ საჭირო იქნება, D-დიმერის ანალიზი ჩატარდეს. როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეს ანალიზი სახელმწიფოს მიერ უნდა დაფინანსდეს.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რომ თრომბოებოლიის მაღალი რისკის პაციენტებს კოვიდსასტუმროებში ე.წ. D-დიმერის ანალიზი ჩაუტარდებათ.