დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა და შესაბამისად პანიკის საფუძველი არ არსებობს. მისი ინფორმაციით, იყო გავრცელებული გარკვეული ინფორმაციები ვირუსებთან დაკავშირებით, თუმცა გადამოწმების შედეგად არცერთი არ დადასტურებულა, როგორც კორონავირუსი.
რაც შეეხება კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, 7 711 შემთხვევა ფიქსირდება. მისივე თქმით, შემთხვევათა რაოდენობა სწრაფად იზრდება. ამასთან, გამყრელიძე აღნიშნავს, რომ კრონავირუსის შემთხვევათა 98% ჩინეთში ფიქსირდება, თუმცა დაავადების ექსპორტი ხდება.