დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ სათაო ოფისში დასაქმებულ პირთან კონტაქტში მყოფ 5 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ბოლო ორი დღის განმავლობაში გამოკვლეულია ამ პირთან დაკავშირებული როგორც ახლო, ასევე შორეული 260-მდე კონტაქტი.
მისივე თქმით, ეპიდსიტუაცია ქვეყანაში არის კონტროლირებადი, მართული, და არავითარი საშიშროება იმისა, რომ უფრო ფართომასშტაბიან ეპიდემიაში შევიდეთ, არ არსებობს.