დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში დაახლოებით, 15 ინფიცირებული პაციენტია, რომელთა წყარო ჯერ კიდევ ცნობილი არ არის. მისივე ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში კორონავირუსი ჯამში 140-მდე სატვირთო ავტომობილის მძღოლს დაუდასტურდა.
აღნიშნული სტატისტიკის მიუხედავად ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ შექმნილი სიტუაცია სრულად მართვადი და კონტროლირებადია. თუმცა, დაავადებატა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი საზოგადოებას მოუწოდებს არ შექიმნას ილუზია, თითქოს ქვეყანამ კორონავირუსი დაამარცხა.