ამირან გამყრელიძის განცხადებით, 27 წლის ექთანი, რომელსაც ვაქცინაციის შემდეგ სავარაუდოდ, ანაფილაქსიური რეაქცია განუვითარდა, თბილისში გადმოჰყავთ - Palitra News

ამირან გამყრელიძის განცხადებით, 27 წლის ექთანი, რომელსაც ვაქცინაციის შემდეგ სავარაუდოდ, ანაფილაქსიური რეაქცია განუვითარდა, თბილისში გადმოჰყავთ

2021-03-18 18:01:26+04:00

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ახალციხის კლინიკა „იმედის“ ექთანი კატასტროფის ბრიგადას თბილისში გადმოჰყავს.ამირან გამყრელიძის თქმით, შემთხვევის მოკვლევა სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ დაიწყო.